საზოგადოება
გურჯაანის #1 საჯარო სკოლაში პედაგოგი გარდაიცვალა
გურჯაანის #1 საჯარო სკოლაში, 79 წლის პედაგოგი სასწავლო პროცესის დაწყებამდე გარდაიცვალა. ის ხელოვნებას ასწავლიდა.
მომხდარზე ძიება დაიწყო კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ. როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google