საზოგადოება
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე შეზღუდვები მოიხსნა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე დაწესებული სპეციალური რეჟიმი დღეს მოიხსნა.

„ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მოძრაობა თავისუფალია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ 36-კმ55 ვერონა-შუამთის მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე.“-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ მონაკვეთზე მოძრაობა, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით იყო შესაძლებელი.


| Print |
FaceBook Twitter Google