საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილი - პროკურორთან შეხვედრა სრულიად ხეობას სურს
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რომ მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე მზად არის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს ხვალ, 13:00 საათზე შეხვდეს.
"ჩემი ინფორმაციით, შეხვედრა სურს მარტო ჩვენთან, ოჯახის წევრებთან და არა სხვა პირებთან. მასთან შეხვედრა კი სრულიად ხეობას სურს. მე თუ  ხვალ თბილისში ჩავალ, არ მექნება შეკითხვები, კარგად ვიცი, როგორ და რანაირად იძიებენ საქმეს, მე მექნება სამი მთავარი მოთხოვნა. ჩემს შვილს მოაშორონ დამნაშავის სტატუსი, მიანიჭონ თემირლანს დაზარალებულის სტატუსი და დაისაჯოს ყველა, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. "- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მთავარ პროკურორთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას საღამოს მიიღებს.


ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, გვიან ღამით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, თავის არეში დაიჭრა. ის 10 იანვარს გარდაიცვალა.


| Print |
FaceBook Twitter Google