საზოგადოება
შსს-მ ავტოპარკი ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილებით განაახლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იაპონიის მთავრობამ  45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.


ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.

უწყებაში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლისთვის ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა საპატრულო პოლიციის რეფორმა, სისტემაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, იაპონიის მხარის მიერ ავტომანქანების გადმოცემა არის პირველი ნაბიჯი ქართული პოლიციის სპეცტექნიკის ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე ტრანსპორტით განახლების საქმეში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უწყების ადმინისტრაციულ ხარჯებს.

 

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავტოპარკი / შსს /