საზოგადოება
მე ვხდები იმის გარანტია, რომ მოვაჭრეებს პირადად დავაბრუნებ ახალგარემონტებულ კომფორტულ გარემოში -გურჯაანის მერი
გურჯაანის აგრარულ ბაზარში საწარმოო პროცესის შეჩერების მოუხედავად, ხორცითა და ყველით მოვაჭრეები მუშაობას მაინც აგრძელებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი გუშინ მუნიციპალიტეტის მერს და მოადგილეებს შეხვდნენ.


შეხვედრა მცირე დარბაზში გაიმართა და მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრიდან გამოსულმა მოვაჭრეების ნაწილმა, მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ ისინი რეალიზაციის შეწყვეტას არ აპირებენ. როგორც მათ განმარტეს, ეჭვი აქვთ, რომ ბაზრის დაშლის შემდეგ მის ადგილას სხვა დანიშნულების ობიექტის მშენებლობა იგეგმება.

„უნდათ ბაზარი დაკეტონ და ჩვენი ოჯახები მშიერი დატოვონ. ყოველდღიური სესხი და ბანკები გვაქვს და ამით ვსულდგმულობთ ყველა. ეს არის შეფუთული თემა, თავიანთ სასიკეთოდ გაკეთებული. როგორც გავიგეთ, სასტუმროს აშენება უნდათ და ამიტომ გვიშვებენ. პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვეთ. “- აღნიშნა ქალბატონმა, რომელმაც სახელი და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.
ყველით მოვაჭრე არკადი ქადაგიშვილი, ბაზრის მოწესრიგების მომხრეა, თუმცა შემოთავაზებას მაინც ეჭვის თვალით უყურებს.
„ასე გვითხრეს, ბაზარი უნდა დაინგრას და ახალი აშენდესო. ჩემთვის ეს პოზიცია მისაღებია, ყველა მივესალმებით, ნორმალურ გარემოში ვიყოთ მყიდველიც და გამყიდველიც. კარგია, თუ ასე გაკეთდება, მაგრამ ღმერთმა ქნას ტყუილი არ აღმოჩნდეს. ალბათ ალტერნატიულ ფართს გამონახავენ, ამის პირობა მოგვცეს და ვნახოთ, რა იქნება. “

ბაზრის მეპატრონე ნუკრი ლიპარტაშვილი, რეკონსტრუქციის შემდეგ მოვაჭრეებს უკეთეს პირობებს ჰპირდება.
„პროექტის შეთანხმების შემთხვევაში, გვჭირდება ორი სრული თვე. ამ პერიოდში მთლიანად გაკეთდება ერთიანი სავაჭრო სივრცე, რომელიც გადახურული იქნება ჭერით. ტერიტორიაზე იქნება წყალი და ყველა საჭირო პირობები. მოვაჭრეებს ჰქონდათ იმის განცდა, თითქოს ჩვენ აქ რაღაც სხვას ვაკეთებდით. გარანტირებულად ვაცხადებთ, რომ აქ იქნება მხოლოდ ბაზარი და სხვა არაფერი. ქირა ბაზრის რემონტიდან გამომდინარე არ გაიზრდება. ადგილზე გადასახადი იქნება იგივე , ოღონდ ადმინისტრირება იქნება უფრო უკეთესი. დღესაც, რომ იყიდება ბაზარში ხორცი ეს არის დანაშაული. ვაშავებთ, მაგრამ ჩვენი ნების წინააღმდეგ ხდება. ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს სურსათის უვნებლობის მხრიდან. ჩვენ საკუთრებაში შედიან და ყიდიან ჩვენი ნების წინააღმდეგ, ეს რეალობა არის დღეს და უნდა დამთავრდეს. “

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განმარტა, აგრარული ბაზრის ადგილას სხვა არაფერი გაკეთდება და ამაზე პასუხისმგებელობას საკუთარ თავზე იღებს.
„ ძირითად საკითხებზე თითქმის შევთანხმდით. ბაზარი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს შევთავაზებთ. მათ აქვთ ინფორმაცია, რომ იქ სასტუმრო უნდა აშენდეს, რაც მტკნარი სიცრუეა. მფლობელებს ამის ნებართვას არავითარ შემთხვევაში არ მივცემ . მე ვხდები იმის გარანტია, რომ მოვაჭრეებს, რომლებსაც გადავიყვანთ ალტერნატიულ ფართში, პირადად დავაბრუნებ ახალგარემონტებულ კომფორტულ გარემოში. სასწრაფოდ მოსაგვარებელია ალტერნატიული ფართის საკითხი, რადგან სურსათის უვნებლობამ ბაზრის მეპატრონეებს ფუნქციონირების უფლება შეუჩერა. მფლობელები გვპირდებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ორი თვე სჭირდებათ. “

რაც შეეხება ალტერნატიულ ფართს, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მისი ადგილმდებარეობა ორ სამ დღეში გახდება ცნობილი. ამის შემდეგ მოვაჭრეებს ისევ შეხვდებიან და სიახლეს თვითონ გააცნობენ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ საქართველოს უმეტეს
რაიონებში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა
ცალკეულ რაიონებში 13–18 გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონებში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 13–18 გრადუსი იქნება.
16:38 / 24.02.2018
ქალაქ თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, საქართველოს ეროვნული
გვარდიის მეოცე კადრირებული ბრიგადის, 41-მა სამხედრო მოსამსახურემ
ფიცი დადო.
ქალაქ თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეოცე კადრირებული ბრიგადის, 41-მა სამხედრო მოსამსახურემ ფიცი დადო.
15:45 / 24.02.2018
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი “დელტა“ 2
მილიონ ლარამდე ღირებულების სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას ყიდულობს.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი “დელტა“ 2 მილიონ ლარამდე ღირებულების სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას ყიდულობს.
15:14 / 24.02.2018
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის
ინსპექტორებმა ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას
ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს.
14:38 / 24.02.2018
გერმანიის მთავრობა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო
ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ქართველებს მატერიალურ და
არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს.
გერმანიის მთავრობა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ქართველებს მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს.
13:34 / 23.02.2018
სხვა ამბები
გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ პროექტ „მაკულატურას“ ფარგლებში ჩაბარებული წიგნებიდან მიღებული ქულებით მხატვრული,შემეცნებითი და დარგობრივი ლიტერატურა შეიძინა.
17:06 / 20-02-2018
17-18 თებერვალს გურჯაანმა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა. ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაოების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და გურჯაანის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.
13:30 / 19-02-2018
სამების საკათედრო ტაძართან არსებული ახალგაზრდულ ცენტრ „ერთობის“ ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მარათონი გაიმართა.
14:32 / 16-02-2018
2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ისაუბრა.
14:22 / 15-02-2018
გურჯაანის სპორტკომპლექსში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართება.
16:25 / 14-02-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.