საზოგადოება
პროკურორები გურჯაანში განრიდებულ პირებს შეხვდნენ
დღეს, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორები ნატო ტორიაშვილი და თინათინ ზუბაშვილი გურჯაანის იუსტიციის სახლში განრიდებულ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრა დანაშაულის პრევენციასა და სამართლებრივი შეგნების ამაღლებას ისახავდა მიზნად. ისაუბრეს ცალკეული დანაშაულებისა და მოსალოდნელი სასჯელების შესახებ, გაიმართა დისკუსია.

ცნობისთვის, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წლის 15 ნოემბერს ამოქმედდა. პროგრამა არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მექანიზმია.
| Print |
FaceBook Twitter Google