საზოგადოება
საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.


ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 4 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. დღის ბოლოს ქვეყნის ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს.
| Print |
FaceBook Twitter Google