კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს
ყოფილი უფროსი შოთა მოსულიშვილი ყვარლის პოლიციის უფროსის მოადგილედ
დაინიშნა.
ცვლილება შეეხო მის მოადგილეს ალექსი ბუიშვილსაც, მან ახმეტის
პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში
განუცხადეს, საკადრო ცვლილება როტაციის წესით განხორციელდა.
ცნობისთვის, გურჯაანის პოლიციის უფროსად 41 წლის თამაზ თამაზაშვილი 3
თებერვალს
დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან შოთა მოსულიშვილი
შეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები