საზოგადოება
USAID-ის პროექტი "ზრდა" ახმეტაშიც განხორციელდება
usaid- ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) პროექტი "ზრდა" ახმეტის მუნიციპალიტეტშიც განხორციელდება. გრანტები სულ 9 თემში გაიცემა.
მცირე გრანტების პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნებისა და ტურიზმის განვითარებას რეგიონებში.

"კახეთის რეგიონში USAID-ის პროექტი "ზრდა " 5 - წლიანია, რომელიც 20 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. ვფიქრობთ, ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის ეკონომიკის გაძლიერება სწორედ მცირე საგრანტო პროექტების განხორციელებითაა შესაძლებელი. დღეს გამოცხადდება 85 ათასი დოლარის პროექტი და ის დაახლოებით 60 ერთეულზე იქნება გათვლილი. ვისურვებდი, ამ პროექტებით კახეთმა და მთლიანად ახმეტის მუნციპალიტეტმა დიდი სარგებელი მიიღონ. "- აღნიშნა USAID - ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა ვერონიკა ლიმ.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / პროექტი /