საზოგადოება
გურჯაანის საკრებულში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიური გენდერული თანასწორობის საბჭო დაარსდა. საკითხს საკრებულოს სესიაზე უყარეს კენჭი.
საბჭოს შემადგენლობაში შევლენ საკრებულოს თანაშრომლები, არასამთავრობო ორგანიზიაციის, მედიისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

-„საქართველოს პარლამენტში არსებობს გენდერული საკონსულტაციო საბჭო და სწორედ საკანონმდებლო ორგანო კურირებს მუნიციპალიტეტებში ამ საკითხს. თუ ვინ იქნებიან საბჭოს შემადგენლობაში, სავარაუდო სია უკვე შედგენილი გვაქვს. ვიმუშავებთ ისეთ თემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, ბულინგი, ეთნიკურ უმცირესობებში შემორჩენილი სტერეოტიპები და ა.შ. საბჭო ისეთი ადამიანებით დაკომპლექტდება, რომლებსაც წვდომაა აქვთ აღნიშნულ პრობლემთან. რა თქმა უნდა, გვექნება სამოქმედო გეგმა და ამის მიხედვით ვიმუშავებთ.“-აღნიშნა საბჭოს წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა მარიამ სირბილაშვილმა.

მისი თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიური გენდერული თანასწორობის საბჭო მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

| Print |
FaceBook Twitter Google