გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში მერის წარმომადგენლების
პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადა 11
თებერვალს იწურება.
ასევე ვაკანტურია შემდეგი პოზიციები:
1. იურიდიული სამსახურის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი;
2. ეკონომიკის სამსახურის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო
პროექტებისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი;
3.იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი
მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი;
4.კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსი;
5.შიდა აუდიტის სამსახურის კონტროლის განყოფილების უფროსი;
6.შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი;
7.ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის
კოორდინაციის განყოფილების უფროსი;
8.შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
9.ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის
უფროსი;
ამ ადგილებზე განაცხადების წარდგენა 14 თებერვლის ჩათვლითაა
შესაძლებელი.
როგორც speqtri.ge-ს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ
ანანეიშვილმა განუცხადა, გასაუბრებები დაახლოებით 20 თებერვლიდან
დაიწყება.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს
ვებგვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები