საზოგადოება
"ბადაგონის" დირექტორი - ფინანსური პოლიციის უკან გავლენიანი პირების ინტერესები დგას
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარე "ბადაგონის" ღვინის ქარხანაში ამ წუთებში ბრიფინგი იმართება.
ბადაგონის გენერალურმა დირექტორმა გიორგი სალაყაიამ კომპანიაში ფინანანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის დეტალებზე ისაუბრა და კონკრეტული პირები დაასახელა, რომლებიც  კომპანიის საქმიანობით არიან დაინტერესებული.

"ფინანსურმა პოლიციამ მოახდინა ვანდალურად შემოჭრა და პარალიზება მთელი სამუშაო პროცესის. დღეს პროცესი გაჩერებულია მთლიანად, ეს გააკეთა ფინანსური პოლიციის არა მხოლოდ პატარა ჯგუფმა, რომელიც გუშინ იქ შემოვარდა და საოცრებები ჩაატარა იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არის უპირობო ლიდერი, არამედ მათ უკან დგას უფრო გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის ყოფილი პარლამენტარის, დავით ბეჟუაშვილის, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვლადიმერ ჯანჯღავა. უახლოეს სამ დღეში მოხდება ჩვენი პარტნიორი კომპანიების მობილიზება, რომლებიც ჩამოვლენ მხარდასაჭერად და საერთაშორისო საზოგადოება შეიტყობს, რა პირობებშია დღეს ქართული ბიზნესი."- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.


| Print |
FaceBook Twitter Google