საზოგადოება
რა თანხას ხარჯავენ კახეთის მუნიციპალიტეტები უმწეოთა უფასო სადილისთვის

მას შემდეგ, რაც გურჯაანში, ა.ა.ი.პ "თანადგომას“, რომელიც უმწეოთა კვებას უზრუნველჰყოფს, სახელფასო ფონდი გაეზარდა და ამან ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, speqtri.ge დაინტერესდა, რა თანხა იხარჯება სხვა მუნიციპალიტეტებში უმწეოთა კვებისა და ა.ა.ი.პ.-ებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები თანხა - 1 ლარი 20 თეთრი ერთ ბენეფიციარზე თელავში, ხოლო ყველაზე მაღალი  დედოფლისწყაროში - 2 ლარი 07 თეთრია  გათვალისწინებული.

გურჯააანში, უმწეოთა კვებას ა.ა.ი.პ (არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირი) „თანადგომა“ ახორციელებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში სუბსიდია 170 000 ლარი იყო გათვალისწინებული, საიდანაც 112 630 ლარი კვებაზე, ხოლო 43 370 ლარი ა.ა.ი.პ.-ში დასაქმებულთა ხელფასებზე უნდა დახარჯულიყო. „თანადგომამ“ დაფინანსების გაზრდა 44 000 ლარით მოითხოვა. მიმიდინარე კვირას აღნიშნული საკითხის განხილვამ საკრებულოს სესიაზე ხმაური გამოიწვია, საბოლოოდ დაფინანსება აღნიშნულ ორგანიზაციას 25 000 ლარით გაეზარდა, რომელიც მთლიანად ხელფასებისთვის დაიხარჯება. გურჯაანში უფასო სადილით სულ 200 ბენეფიციარი სარგებლობს, დღეში მათთვის 1 ლარი 46 თეთრია გათვალისწინებული.

ახმეტაში ბენეფიციარები უფასო სადილის მისაღებად ა.ა.ი.პ „სოციალურ სახლს“ სტუმრობენ, რომლის სუბსიდიაც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიიდან 218 000 ლარს შედაგენს. ამ თანხიდან, 136 000 ლარი კვებისთვის იხარჯება, დანარჩენი კი ა.ა.ი.პ.-ში დასაქმებულთა ხელფასებზე ნაწილდება. ერთი ბენეფიციარისთვის დღეში 1 ლარი და 35 თეთრია გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტში ამ დახმარებით სულ 170 ბენეფიციარი სარგებლობს.

თელავში უფასო კვებისთვის 2018 წელს ა.ა.ი.პ „უმწეოთა და უპოვართა სამსახურს“ 250 000 ლარი გამოეყო, საიდანაც 69 120 ლარი ხელფასებს მოხმარდება, დანარჩენი თანხა კი კვებისთვის დაიხარჯება. მუნიციპალიტეტში სულ 380 ბენეფიციარია და თითოეულისთვის დღეში საშუალოდ 1 ლარი 20 თეთრი იხარჯება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული მომსახურების შესაძენად ტენდერი 90 000 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში შპს „თარი 08“ - მ გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტში უფასო სადილს სულ 130 ბენეფიციარი იღებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს ა. ა. ი. პ. „სათნოების სახლს“ სუბსიდიის სახით უმწეოთა კვებისთვის 110 268 ლარი ჩაურიცხა, აქედან, 52 800 სახელფასო ფონდზე გადანაწილდა. მუნიციპალიტეტში სულ 230 ბენეფიციარია და თითოეულზე 1 ლარი და 33 თეთრი იხარჯება.

დედოფლისწყაროში უმწეოთა კვებას ა.ა.ი.პ „სათნოების სახლი“ უზრუნველჰყოფს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წელს სუბსიდიის სახით 204 563 ლარი გამოუყო, აქედან ხელფასისთვის 55 020 ლარია გათვალისწინებული, ხოლო კვებისთვის 149 543 ლარი. ამ დახმარებით სულ 230 ბენეფიციარი სარგებლობს და თითოეულისთვის დღეში 2 ლარი 07 თეთრია გათვალისწინებული.

რაც შეეხება სიღნაღს, მერიამ მომსახურების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც ინდ. მეწარმე ბესიკ დოხნაძემ გაიმარჯვა. უფასო კვებისთვის 2018 წელს სულ 116 632 ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტში 184 ბენეფიციარია და თითოეულის კვებისთვის 1 ლარი და 30 თეთრი იხარჯება.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტში უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი 230 მოქალაქისთვის, 120 000 ლარი გაითვალისწინა.
რა თანხა იხარჯება ერთი ბენეფიციარის კვებაზე, სუბსიდიას ა.ა.ი.პ - ს ურიცხავენ, თუ მომსახურების შესყიდვა ტენდერის საშუალებით ხდება - ამ საკითხებზე speqtri.ge საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებულს ნათელა სეფაშვილს დაუკავშირდა. თუმცა მან ინფორმაცია არ მოგვაწოდა და ოფიციალური მიმართვის გადაგზავნა მოგვთხოვა. განმარტა, რომ ტელეფონის საშუალებით იმ შემთხვევაში „შეიწუხებდა თავს“ და გვიპასუხებდა, თუ მერი დაავალებდა. როსტომ სესიაშვილი კი მთელი დღის განმავლობაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 24 °C
img
დ.წყარო 11 / 20 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 22 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.