საზოგადოება
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს, მის მოადგილედ კი მაკა ფერაძე დაინიშნა.
ლონდა თოლორაია წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

2013 -2016 წლებშიის იკავებდა ანალიტიკური სამმართველოს უფროსის პოზიციას, 2010 წლიდან კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს, მათ შორის განრიდება-მედიაციის პროგრამას საქართველოს პროკურატურაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და აქტიური მონაწილეობით საქართველოს პროკურატურაში დაინერგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადება.

უწყების ცნობითვე, ლონდა თოლორაიას ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფები. მონაწილეობას იღებდა, დაკავებისა და პატიმრობის საკითხებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით პროკურორთა გადამზადებაში. კოორდინირებას უწევდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურს და მათ საქმიანობას.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კი მაკა ფერაძე დაინიშნა, რომელიც 2017 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. წლების განმავლობაში, ის ამავე დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2016 წელს ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტს - ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები შსს /
ამავე კატეგორიაში
აქციას
აქციას "ღამე მუზეუმში" წელს თელავის ისტორიული მუზეუმიც შეუერთდება. თელავის მერიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები ღია ამფითეატრში დღეს,  21:00 საათიდან დაიწყება.
15:30 / 19.05.2018
გუშინ გურჯაანში ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, ეროვნული სამოსის დღე
აღნიშნეს.
გუშინ გურჯაანში ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს.
14:34 / 19.05.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მემაკავებელი
ორდერის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.
17:48 / 18.05.2018
დღეს სოფელ კაჭრეთში, „სამედიცინო კორპარაცია ევექსისის“ ექიმებმა
მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.
დღეს სოფელ კაჭრეთში, „სამედიცინო კორპარაცია ევექსისის“ ექიმებმა მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.
17:39 / 18.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო უბნის ინსპექტორების პოზიციაზე მოქალაქეთა
მისაღებად ღია კონკურისის გამოცხადებს გეგმავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უბნის ინსპექტორების პოზიციაზე მოქალაქეთა მისაღებად ღია კონკურისის გამოცხადებს გეგმავს.
16:37 / 18.05.2018
სხვა ამბები
რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ორთაბრძოლაში, გურჯაანელმა სპორტსმენებმა სამი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.
13:06 / 16-05-2018
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა „12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ“, რომლის მიხედვითაც, სოფლის სკოლები საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად გარდაიქმნება.
12:49 / 14-05-2018
23-24-25 მაისს,  სიღნაღის თეატრში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილის კვირეულის ფარგლებში, "საბავშვო თეატრალური ფესტივალი ქიზიყი-2018“ გაიმართება.
11:50 / 14-05-2018
გურჯაანის მინი სტადიონზე სასკოლო სპარტაკიადის ფარგლებში, მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
14:13 / 12-05-2018
2018-2019 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში გაკევთილების ხანგრძლივობა კლასების მიხედვით სხვადასხვა იქნება.
13:10 / 12-05-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2018 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.