საზოგადოება
წნორში “ცოდნის კაფემ” ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ხანდაზმულ წყვილებს უმასპინძლა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში მდებარე სოციალურმა საწარმომ "ცოდნის კაფე“, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა.
„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფელ ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი დახვდათ.  სტუმრებმა შეკრებილ საზოგადოებასთან საკუთარი სიყვარულის ისტორიებზე ისაუბრეს.

„ხანდაზმული ადამიანები ძირითადად სულ სახლში არიან. ჩვენი აქტივობის მიზანი მათი სახლიდან გამოყვანა და რესოციალიზაცია იყო. გვინდა, შევახსენოთ მათ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები არიან“ - აღნიშნა „ცოდნის კაფეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა ბაგალიშვილმა.






| Print |
FaceBook Twitter Google