საზოგადოება
საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი ავტორბოლა გაიმართება.
საქართველოში კლასიკური ავტომობილების პირველი ავტორბოლა ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ისტორიული ღონისძიება ცნობილი ავტომრბოლელის ზოი ვიტაკერის ინიციატივით დაიგეგმა.

რბოლა მაისში ჩატარდება და 4 დღე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები ჩავლენ კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ ქალაქებში, სოფლებში და გაეცნობიან ქართულ ტრადიციულ არქიტექტურას.

რბოლა თბილისიდან დაიწყება და თბილისშივე დასრულდება. გარბენის მანძილი დაახლოებით 700 კილომეტრია. ზოე ვიტაკერს მსგავსი ტურების მოწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს დაგეგმილი.

საქართველოში დაგეგმილი ავტორბოლა, ამ ტურის დასაწყისია, რომელიც მომავალ წელს სამხრეთ ამერიკაში გაიმართება და ჩინეთში დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავტორბოლა /