საზოგადოება
უფასო მედიკამენტების ჩამონათვალი 45-მდე გაიზრდება
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო უფასო მედიკამენტების რაოდენობა მიმდინარე წელს 45-მდე გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

„მედიკამენტები დღეს უკვე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილია. წელს 23-დან 45-მდე გაიზრდება მედიკამენტების ჩამონათვალი და გაიზრდება კონტინგენტი, ვისთვისაც ეს წამლები იქნება ხელმისაწვდომი. ამის გარდა, სახელმწიფოს პარტნიორობის და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ფარმაცევტული კომპანიები მზად არიან იგივე 45 მედიკამენტი მნიშვნელოვანად გააიაფონ.“

აკაკი ზოიძის თქმით, დეტალები დაზუსტდება და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
| Print |
FaceBook Twitter Google