საზოგადოება
მაჩალიკაშვილების სახლში პროკურატურის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან
ამ წუთებში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში პროკურატურის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები იმყოფებიან.
პანკისში ჩავიდა ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი. ექსპერტ-კრიმინალისტები კიდევ დაათვალიერებენ იმ ოთახს, სადაც სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლეს.

"საქმის მასალების გაცნობიდან გამომდინარე,  რაღაც კითხვები გაჩნდა და ამისთვის ვართ აქ რომ კიდევ ერთხელ დავათვალიეროთ ოთახი და ვნახოთ, თუ რა მონაცემები იქნება ადგილზე. ამ დროისთვის საქმეში არსებული ფრაგმენტები ვერ იძლევა სრული იდენტიფიცირების საშუალებას.“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა ალთუნაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google