საზოგადოება
ექსტერნის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები დადგინდა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ექსტერნის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამების დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.


უწყების ინფორმაციით, გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაცია 2018 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება გამოცდებს , ზოგადი განათლებისა ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდები 2018 წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით ჩატარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google