საზოგადოება
"ქინძმარაული" - კომპანიამ ბანკიდან აიღო კრედიტი და ხვალ შევძლებთ ხელფასების გაცემას
ყვარელში, "ქინძმარაულის" თანამშრომლების მიერ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა კომპანია გამოეხმაურა.
"კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს. მართლაც გაგვაჩნია სახელფასო დავალიანება და ეს ფინანსურმა კრიზისმა გამოწვია. კომპანიამ ბანკიდან აიღო კრედიტი და ხვალ შევძლებთ ხელფასების გაცემას. თანამშრომლები კვლავ გააგრძელებენ სამუშაოს ჩვეულ რეჟიმში.“- განაცხადა "ქინძმარაულის" წარმოების ხელმძღვანელმა ბესიკ სესიაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია „ქინძმარაულთან“ დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. კომპანიის 100-ზე მეტი თანამშრომელი  ექვსი თვის სახელფასო დავალიანების მიღებას ითხოვს.
| Print |
FaceBook Twitter Google