საზოგადოება
დაუბრუნებს თუ არა ენერგო-პრო-ჯორჯია აბონენტებს წინასწარ გადახდილ თანხას
მას შემდეგ, რაც კახეთის „ენერგოდისტრიბუცია“ გაკოტრდა და ენერგო- პრო-ჯორჯიამ შეისყიდა, მოსახლეობა იმ თანხების დაბრუნებას ითხოვს, რაც მათ წინასწარ ჰქონდათ გადახდილი.


ამ საკითხით დაინტერესება არაერთმა მკითხველმა გვთხოვა. როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელსაც კახეთის ენერგოდისტრიბუციის ანგარიშზე ზედმეტი თანხა ჰქონდა გადახდილი? ამ კითხვით ენერგო - პრო -ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს ჟანა დიდებაშვილს მივმართეთ. როგორც მან აღნიშნა, ამისთვის აუცილებელია, აბონენტებმა განცხადება დაწერონ. თუმცა აღნიშნულ უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, რა შემთხვევაში შეიძლება დაბრუნდეს ეს თანხა აბონენტის ანგარიშზე.


„მინდა გითხრათ, რომ ჩვენს კომპანიას კახეთის „ენერგოდისტრიბუცია“ კრედიტებიანად არ უყიდია. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ აბონენტს შეუძლია მიმართოს ენერგო- პრო -ჯორჯიას სერვის ცენტრს მათი ტერიტორიული საცხოვრებლის მიხედვით და შეიტანოს განცხადება. კომპანია საკითხს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად განიხილავს და გადაწყვეტს, დაუსვამს თუ არა გადახდილ თანხას კრედიტში. კახეთის „ენერგოდისტრიბუცია“ ისევ გაკოტრების რეჟიმში იმყოფება. როგორც ერთხელ უკვე განვაცხადე, ენერგოპროს არ უყიდია კახეთის ენერგოდისტრიბუცია პასივებით, მან იყიდა აქტივებით. მაგრამ ამავე დროს კეთილი ნება გამოიხატება იმაში, რომ აუცილებლად განიხილავს თითოეული აბონენტის მიერ შემოტანილ განაცხადს. ეს მოხდება შესაბამის ვადებში.“

კომპანიის პრესსამსახურმა არც ის მონაცემები მოგვაწოდა, თუ რამდენმა აბონენტმა მიმართა ამ დროისთვის მათ თანხის დაბრუნების მოთხოვნით. „მოსახლეობა ინფორმირებულია და მომართვიანობაც არის. თუმცა ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. ენერგო - პრო -ჯორჯიამ რომ არ აანაზღაუროს თანხა, ამაზე პასუხს ვერავინ მოსთხოვს, რადგან ეს ვალდებულება არ აკისრია. აღსრულებას მიმართავს მოქალაქე თუ ჩვენ, ეს მისი გადასაწყვეტია.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის კოორდინატორის ლია ხუროშვილის თქმით, მოქალაქეებმა უარყოფითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად სასამართლოს უნდა მიმართონ.
„არასწორია კომპანიისგან განცხადება იმის შესახებ, თითქოსდა ისინი პასუხს არ აგებენ თავიანთი წინამორბედის აღებულ ვალდებულებებზე. როცა ენერგო-პრო-ჯორჯიაში აცხადებენ, რომ კომპანია აქტივებით იყიდეს და არა პასივებით, ისიც საკითხავია, რამდენად არის პასივი აბონენტის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა დაზარალდეს ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, როდესაც კომპანიას ჯერ არმოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უკვე გადაუხადა. აუცილებელია ამ საკითხით ენმერგოომბუდსმენიც დაინტერესდეს, განიხილოს, რამდენად სამართლიანია მოქალაქეების მოთხოვნა, სად მიდის ეს თანხა? თუ ამ საკითხის მიმართ იქნება უარყოფითი დამოკიდებულება, მაშინ მოქალაქეებმა უნდა მიმართონ სასამართლოს. “

საკითხი ცნობილია ენერგოომბუდსმენისთვისაც. როგორც ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელმა კახეთში სოფიო აივაზაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამის შესახებ წერილობით „ენერგო პრო ჯორჯიას“ უკვე მიმართეს.
„განცხადებით მოგვმართეს როგორც მოქალაქეებმა, ასევე ორგანიზაციებმაც, რომლებსაც დიდი თანხა აქვთ გადახდილი. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით ენერგო - პრო -ჯორჯიას , მათგან მივიღეთ პასუხი, რომ აღნიშნული საკითხი განხილვის პროცესშია. ამასთან დაკავშირებით, სემეკიც და ჩვენი ომბუდსმენიც აწარმოებს მოკვლევას, რა პირობებით აქვს ნაყიდი ენერგო- პრო -ჯორჯიას ენერგოდისტრიბუცია“.

მისივე თქმით, კონკრეტული პასუხი სავარაუდოდ კვირის ბოლოს ექნებათ და მათი სამომავლო ქმედებაც ამაზე იქნება დამოკიდებული.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები მელაანი და ჩალაუბანი
დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია ვენახები.
სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები მელაანი და ჩალაუბანი დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია ვენახები.
19:24 / 18.09.2018
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირის სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით შინაგან საქმეთა
სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზე
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზე "საგამოძიებო სისტემის რეფორმა“.
19:08 / 18.09.2018
„ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალის უფროსად ალექსანდრე ყვირალაშვილი
დაინიშნა. მან უფლებამოსილების შესრულება დღეიდან დაიწყო.
„ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალის უფროსად ალექსანდრე ყვირალაშვილი დაინიშნა. მან უფლებამოსილების შესრულება დღეიდან დაიწყო.
16:01 / 18.09.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, კოკოლიშვილების ოჯახში,
ხატებს მირონი სდის. ოჯახის წევრების თქმით, უკვე რამდენიმე დღეა
მირონს ბოთლში ინახავენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, კოკოლიშვილების ოჯახში, ხატებს მირონი სდის. ოჯახის წევრების თქმით, უკვე რამდენიმე დღეა მირონს ბოთლში ინახავენ.
15:30 / 18.09.2018
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურეს მკვიდრმა, 25 წლის ასიათა
საიდოვამ, რომელსაც სამართალდამცველები ეძებდნენ, საქართველოს
საზღვარი გადაკვეთა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურეს მკვიდრმა, 25 წლის ასიათა საიდოვამ, რომელსაც სამართალდამცველები ეძებდნენ, საქართველოს საზღვარი გადაკვეთა.
15:14 / 18.09.2018
სხვა ამბები
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით ფესტივალი 3 ოქტომბერს გაიხსნება და 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
16:53 / 18-09-2018
წინანდალში ჭადრაკში ლელა ჯავახიშვილისა და ბელა ხოტენაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. მონაწილე ათი საერთაშორისო დიდოსტატიდან საპრიზო ადგილები თელაველმა გოგონებმა გადაინაწილეს
16:17 / 10-09-2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, ქართულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
17:12 / 31-08-2018
2018 წლის საგამოცდო პროცესი დასრულდა  და უკვე მზად არის საბოლოო შედეგები, რომელიც საიტზე naec.ge დღეს 13.00 საათზე განთავსდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ყველა სტუდენტს მიულოცა წარმატება.
12:30 / 30-08-2018
ხვალ, 30 აგვისტოს, 18:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ქართულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართება.
13:28 / 29-08-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2018 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.