საზოგადოება
მერის წარმომადგენლების კონკურსის მეორე ეტაპზე 164-დან 83 აპლიკანტი გადავიდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 24 ტერიტორიულ ორგანოში მერის წარმომადგენლების პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის პირველი ეტაპი დაასრულა.

მერიის ადამიანური რესურსების მართვის უფროსის , მაია ლალიაშვილის ინფორმაციით სულ 164 განაცხადი შევიდა.
„მიმდინარე წლის 15 თებერვალს დასრულდა მერის წარმომადგენლების პოზიციაზე განაცხადების მიღება. გადაირჩა საბუთები და შემდეგ ეტაპზე სულ 83 აპლიკანტი გადავიდა. კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატები გასაუბრების საფუძველზე შეფასდებიან. გასაუბრების ეტაპი 28 თებერვალს, პირველ, ორ და ხუთ მარტს არის ჩანიშნული. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში დაინიშნებიან. “

მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობის მიღება სრულწლოვან და ზოგადი განათლების მქონე, ნებისმიერ მსურველს შეეძლო.



| Print |
FaceBook Twitter Google