საზოგადოება
გურჯაანში შემოვლითი გზის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვა გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ბაკურციხე-წნორისა და თელავი-გურჯაანის შემოვლითი გზის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვა გაიმართა.
შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

-„განვიხილეთ ისეთი საკითხები როგორიცაა ატომოსფერო, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება. მოკლედ ვისაუბრეთ ასევე თავად გზის სტრუქტურისა და განსახლების შესახებაც. ის რისკები, რაც ნახსენები იყო, მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული. გატარდება შემარბილებელი ღონისძებები, იმისთვის რომ დაცული იყოს მოსახლეობა ისეთი მოქმედებისგან, როგორიცაა ხმაური, ნიადაგის, ატმოსფეროსა და წყლის დაბინძურება.“- აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა რუსუდან ელიზბარაშვილმა.

ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობის, როდის დაიწყება მშენებლობა. ზემოთ აღნიშნულ ორივე პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანებს.

| Print |
FaceBook Twitter Google