საზოგადოება
რა ფერის კალმები უნდა მიიტანონ აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე
2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურენტს როგორც შავი, ისე ლურჯი ტუშიანი კალმის შეტანის უფლება ექნება.

„კალმის ფერს ასეთი დრამატული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ნუ იქნება მწვანე და წითელი. აბიტურიენტებს გამოცდაზე შეეძლებათ როგორც შავი, ისე ლურჯი კალამი შეიტანონ. კალამს შემოატანინებენ სექტორში და შემდეგ მეთვალყურე ერთხელ კიდევ ნახავს როგორი კალამი შემოიტანა აპლიკანტმა, თუ მიხვდება რომ ეს არ არის ტუშიანი კალამი ეტყვის, რომ ამით არ დაწეროს და მას ჩვენს კალამს მისცემს. ჩვენ ყველა აბიტურიენტს დავახვედრებთ ჩვენს მიერ შეტანილ კალმებს და ამის პრობლემა არ გვექნება“, – აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წელს, მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტის მიერ საკუთარი ე.წ. ტუშიანი კალმის მიტანის უფლების მინიჭება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა.

| Print |
FaceBook Twitter Google