საზოგადოება
კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა
საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყებაში განხორციელებული შიდა საკადრო ცვლილებების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თბილისში, ასევე რამდენიმე რაიონსა და რეგიონში ახალი პროკურორი დაინიშნა. 

ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი, დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი, კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ხოლო სამცხე - ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე.

ცნობისთვის, კახეთის საოლქო პროკურატურის ახალი პროკურორი ამ დრომდე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი იყო.

უწყებში განმარტავენ, რომ შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება. 


| Print |
FaceBook Twitter Google