საზოგადოება
ათი წლის დავით ნოზაძეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ზოოპარკი დაათვალიერებინა
ათი წლის დავით ნოზაძეს, რომელიც გუშინ ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის სანახავად გამოიპარა, სურვილი აუსრულეს. ბავშვი ზოოპარკში იმ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მიიყვანა, რომელმაც გუშინ საღამოს იპოვა.
როგორც მოზარდი ყვება, გუშინ, გაკვეთილების შემდეგ თბილისში მატარებლით ჩამოვიდა, თუმცა გზა აებნა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა იპოვეს და დაჰპირდნენ, რომ ზოოპარკს დაათვალიერებინებდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google