საზოგადოება
თელავში 41-მა სამხედრო მოსამსახურემ ფიცი დადო
ქალაქ თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეოცე კადრირებული ბრიგადის, 41-მა სამხედრო მოსამსახურემ ფიცი დადო.
სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს და ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს კახეთის გუბერნატორმა - ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა - პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა.

ფიცის დადების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის მაღალხარისხიანად ჩატარებისთვის ხუთ სამხედრო მოსამსახურეს, მე-20 კადრირებული ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის - ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი გელაშვილის სახელით მადლობა გამოეცხადათ. 

ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

| Print |
FaceBook Twitter Google