საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონებში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 13–18 გრადუსი იქნება.


უწყების ინფორმაციით,  ამინდი 26 თებერვლიდან შეიცვლება. უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, 13–18 მეტრი წამში. აღმოსავლეთ საქართველოში 6–11 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოში 11–13 გრადუსი დაფიქსირდება.

27 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, თუმცა გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17–20 მეტრი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, იქ  წვიმა შენარჩუნდება.

| Print |
FaceBook Twitter Google