საზოგადოება
ბროწლიანის სათნოების სახლში სასმელი წყლის პრობლემა გადაიჭრა
ჰოლანდიაში მცხოვრები 13 წლის გიორგი ვენკოს ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლიანში მდებარე სათნოების სახლს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნა.
გიორგი ვენკომ, რომელიც დედით ქართველია, აღნიშნული საკითხის შესახებ რამდენი თვის წინ საქართველოში ვიზიტისას შეიტყო. მოგვიანებით საქველმოქმედო ფონდი, "დაეხმარე საქართველოს" დააფუძნა, რის შემდეგაც ბენეფიციარებს სახურავისა და სასმელი წლის მიწოდების პრობლემის გადაჭრაში დაეხმარა.

ცნობისთვის, ბროწლიანის სათნოების სახლში სულ 25 ადამიანი ცხოვრობს.



| Print |
FaceBook Twitter Google