საზოგადოება
გურჯაანში ოცი ბაღი გაზიფიცირდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ოცი საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

როგორც speqtri.ge-ს მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა კოტე ბერიძიშვილმა განუცხადა, ტენდერი 6 მარტისთვის დასრულდება და მაისის ბოლოს უკვე ყველა საღმზრდელო დაწესებულება გაზიფიცირებული იქნება.
„ამჟამად 37 საბავშვო ბაგა ბაღიდან ბუნებრივი აირით მხოლოდ 15 სარგებლობს, რაც შეეხება დარჩენილ 2 -ს მის გაზიფიცირებას თავად ბაღების გაერთიანება უზრუნველჰყოფს. ტენდერით შიდა ქსელების მოწყობა იგეგმება, რაც დიდი შეღავათი იქნება სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის.“

მისივე თქმით, გაზიფიცირების სამუშაოებისთვის 22 ათასი ლარია გათვალისწინებული.

| Print |
FaceBook Twitter Google