საზოგადოება
ხვალ კახეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კახეთის აბონენტების ნაწილს.

10:00-დან 18:00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს:  სანიორეს,ლალისყურს და მიმდებარე სოფლებს.

14:00-დან 17:00 საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მელაანს და ჩალაუბანს.

14:00-დან 15:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ახალსოფელს, მთისძირს, ბალღოჯიანს. 13:00-დან 16:00 საათამდე სოფლებს: შილდას, საბუეს, ენისელს, ალმატს, გრემს და შაქრიანს.

13:30-დან 18:00 საათამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანს.

13:00-დან16:00 საათამდე ქალაქ ლაგოდეხის ნაწილს 1027 აბონენტს და სოფელ გვიმრიანს 720 აბონენტს.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google