საზოგადოება
თელავის მერია მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს 100 ლარიან ვაუჩერს გადასცემს
თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის 6250 ლარია გათვალისწინებული.
"თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩვენ სოციალურად დაუცველი 41 მრავალშვილიანი ოჯახი გვყავს, ასევე 14 მარტოხელა დედა, მთლიანობაში სულ 55 ბენეფიციარი. 3 მარტს მერია თითოეულ ოჯახს სიმბოლურად ყვავილების თაიგულსა და 100 ლარის ოდენობის ვაუჩერს გადასცემს.“ - გვითხრა მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, გიორგი ენუქიძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google