საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში  +8, +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 6 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში ისევ მცირე ნალექია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა  +14, +19 გრადუსამდე დათბება.
თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google