საზოგადოება
ბაზრის მოვაჭრეებს ახალ ფართში დაახლოებით ორ კვირაში გადაიყვანენ
გურჯაანის ბაზარში მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის საკითხი გადაწყვეტილია, -ამის შესახებ speqtri.ge-ს მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა.

„ბაზართან მიმართებაში გვქონდა მოლაპარაკებები ფართზე. მოვაჭრეები კერძო მეპატრონის ტერიტორიაზე გვინდა შევიყვანოთ. მას დაახლოებით ორკვირიანი ვადა სჭირდება, რომ შექმნას ის აუცილებელი პირობები, რაც უნდა იყოს დაცული ამ ეტაპზე მაინც. მოვაჭრეებს ამ ფართში, სავარაუდოდ, ორ კვირაში გადმოვიყვანთ .“

არჩილ ხანდამაშვილმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა გაესაჯაროებინა იურიდიული პირის ვინაობა, თუმცა, აღნიშნა, რომ ფართი ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google