საზოგადოება
გურჯაანში ააიპ-ების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს
გურჯაანში ხუთი მუნიციპალური ააიპის რეორგანიზაცია იგეგმება. საკითხი დღეს მორიგი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.

მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ნანა ჭაბუკაძის განმარტებით, შედეგად ორი ახალი ააიპი შეიქმნება.
„იგეგმება „ცერული 1“ და ველისციხის თეატრის გაერთიანება გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრთან, ხოლო სპორტკომპლექსს შეუერთდება საფეხბურთო კლუბი „ალაზნი“. რეორგანიზაციის მიზანია ოპტიმიზაცია და უფრო ეფექტური მართვა. ეს პროცესი დაწყებულად ითვლება საკრებულოს განკარგულების ძალაში შესვლისთანავე და სავარაუდოდ ერთი თვის შემდეგ დასრულდება. ამას, რა თქმა უნდა, თან სდევს შტატების შემცირება, რომლის შესახებაც ხელმძღვანელობა და თნამშრომლები წინასწარ იქნებიან გაფრთხილებული.“

მისივე თქმით, ახალი ააიპ- ების დირექტორებიც და თანამშრომლებიც წესდების შესაბამისად შეირჩევიან.
| Print |
FaceBook Twitter Google