საზოგადოება
გუნჯაანის საცურაო აუზმა მუშაობა განაახლა
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გურჯაანის საცურაო აუზმა მუშაობა განაახლა.

სპორტკომპლექსის დირექტორის არჩილ გოგიაშვილის თქმით, სრული დატვირთვით ამუშავდა როგორც დიდი, ასევე პატარა აუზიც, რომელიც 3- დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი.
„ჩვეულ რეჟიმში ამუშავდება სპორტული ჯგუფები. ბავშვები მოემზადებიან ღია პირველობისთვის, რომელიც 29 აპრილს გურჯაანში ჩატარდება. მასში თითქმის ყველა რაიონის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება აბონემენტს, მისი ფასი ათი ლარით გაიზარდა და 40 ლარი გახდა.“

არჩილ გოგიაშვილის თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში სოფელ კაჭრეთის, კარდენახისა და კახიფარის მიმართულებით დაინიშნება უფასო ტრანსპორტი, რომელიც მსურველებს სპორტკომპლექში ჩამოიყვანს. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სკოლის დირექტორებთან და სიების დაზუსტების შემთხვევაში, გრაფიკიც შედგება.



| Print |
FaceBook Twitter Google