საზოგადოება
თელავის 900 წლოვან ჭადარს გახმობის საფრთხე აღარ ემუქრება
თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, 900 წლოვან ჭადარს გახმობის საფრთხე აღარ ემუქრება.
მისი ინფორმაციით, ხმობის პროცესი უკვე შეჩერებულია და ხის გაჯანსაღების სამუშაოებს ქართველი სპეციალისტები აპრილის, ან მაისის თვიდან დაიწყებენ.

,,საბედნიეროდ, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას, ცხა საუკუნის ჭადარს, რომელიც ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს ყველა სეზონზე იზიდავს, გახმობა აღარ ემუქრება. შიგნიდან ხის ლპობის პროცესი შეჩერებულია. დაახლოებით ორი კვირის წინ თბილისიდან იყვნენ ჩამოსული ქართველი სპეციალისტები, რომლებმაც კიდევ ერთხელ შეამოწმეს ჭადრის მდგომარეობა. ხის გაჯანსაღების მიზნით დამატებით სამუშაოებს უკვე აპრილი-მაისის თვიდან დავიწყებთ."- აღნიშნა ქალაქის მერმა. 


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / ჭადარი /