საზოგადოება
დღეს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
განსაკუთრებით ძლიერად იქროლებს: შიდა ქართლში, თბილისში და კახეთის ზოგიერთ რაიონში.  დღეს საღამოსა და 10 მარტის ღამის საათებში შესაძლოა ქარის სიჩქარე 28–30 მეტრ წამამდე გაიზარდოს.  რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, უწყების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი, ხოლო კახეთში 12–14 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოში, დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი დაფიქსირდება, მთიან რაიონებში 7–9 გრადუსი, მაღალმთაში –1+4; ზღვაზე მოსალოდნელია 4–5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი.

| Print |
FaceBook Twitter Google