საზოგადოება
80 000 ლარი ერთ წელიწადში - კახეთის გუბერნატორს საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს ირაკლი ქადაგიშვილს,  ლეიბორისტული პარტიის რეგიონალური ორგანიიზაციის ხელმძღანელი ნიკა ვარდოშვილი საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში სდებს ბრალს.
დღეს ვარდოშვილმა ბრიფინგი გამართა და სიმბოლურად გუბერნიის შენობასთან 20 ლიტრიანი ბიდონი მიიტანა.
ის მიიჩნევს, რომ საწვავისთვის გამოყოფილი თანხა - 80 000 ლარი გაწეული საქმიანობისთვის შეუსაბამოა.

"გუბერნიის ტენდერს რომ გადახედოთ, ვერ გაარჩევთ ეს კახეთის გუბერნატორია თუ ნავთობ მაგნატი. იმიტომ რომ გუბერნიამ შეისყიდა 80 ათასი ლარის საწვავი, რაც 40 ათასი ლიტრია. ამ საწვავით კახეთში ადამიანები უამრავ სავარგულს დაამუშავებდნენ და სარგებელს ნახავდნენ. არ ვიცი, სად უნდა იაროს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ალბათ დედამიწას სამჯერ დაარტყავს "კრუგს."- განაცხადა ნიკა ვარდოშვილმა.

ბრალდებებს კახეთის გუბერნიაში უპასუხეს.

-"ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ, რომ ეს არ არის შეძენილი, არამედ სახელშეკრულებო თანხაა, რომელიც წლის განმავლობაში ყოველთვიური გახარჯვის მიხედვით იქნება დაანგარიშებული. როგორც წესი, წლის ბოლოს გახარჯული თანხა უფრო ნაკლებია ხოლმე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელთან შედარებით ეს ლიმიტი არ გაზრდილა. თანხის ზრდა გამოიწვია იმან, რომ ტარიფები გაიზარდა. საწვავის ლიმიტი მინიმალური ფუნქციონირებისთვის არის გათვალისწინებული. გასულ წელსაც იგივე თანხა იყო დაგეგმილი, თუმცა 60 000 ლარი გაიხარჯა."- აღნიშნა გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსმა ნინო უტიაშვილმა. 


| Print |
FaceBook Twitter Google