საზოგადოება
თელავში მომუშავე არასამთავრობოების განცხადება გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით
თელავში გენდერულ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა.
ორგანიზაციებმა პარლამენტს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივის დროულად განხილვისკენ მოუწოდეს. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობისთვის ქალებს სოცილური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვა უხდებათ. 

ცნობისთვის, თუკი საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ ინიციატივას დაამტკიცებს,  2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა 26%- ზე მეტი იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google