საზოგადოება
ქართული რესურსი, ევროპული გამოცდილება - თელავში შეხვედრა გაიმართება
10 მარტს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 11:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტები ევროპული ინტეგრაციისთვის“ ადგილობრივი ფერმერებისთვის ვორქშოპს მართავს.

ვორქშოპის, სახელწოდებით „დაიმუხტე წარმატებით - ქართული რესურსი, ევროპული გამოცდილება“ფარგლებში მოწვეული ევროპელი და ადგილობრივი ფერმერები დამსწრე საზოგადოებას თვიანთან გამოცდილებას გაუზიარებენ, ისაუბრებენ აგროპროდუქციის წარმოების სპეციფიკაზე, გამოწვევებზე, რომელსაც წარმოების პროცესში აწყდებიან. ასევე პროდუქტის შეფუთვასა და მარკეტინგზე, პროდუქტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ევროპულ ბაზარზე მოხვედრისთვის საჭირო სტანდარტიზაციაზე და იმ ნაბიჯებზე, რაც აუცილებელია წარმატებული ფერმერული საქმიანობის დაწყებისთვის.

ვორქშოპს შვეიცარიელი ფერმერი ფრენსის ბელსერი, გერმანელი მეღვინე ჰილარიუს პუტცი, ქართველი ფერმერები: მეფუტკრე იოსებ ხუროშვილი (შიდა ქართლი) და კენკროვანი კულტურების მწარმოებელი იზოლდა ქიტესაშვილი (კახეთი) წარუძღვებიან.


| Print |
FaceBook Twitter Google