საზოგადოება
პანკისის ხეობის მცხოვრებლები აქციებს დაიწყებენ - მალხაზ მაჩალიკაშვილი
თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ხეობის მცხოვრებლები უახლოეს მომავალში სადღეღამისო აქციებს დაიწყებენ, აღნიშნული საქმე კი განსახილველად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეცემა.
ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ ისაუბრა.

"თემირლანს რომ ჰქონოდა ხელყუმბარა და ყოფილიყო ტერორისტი, ის ხელყუმბარას გამოიყენებდა. ის არ იყო ტერორისტი. მშობლისთვის ყველა შვილი ანგელოზია, მაგრამ თემირლანი მართლა ასეთი იყო და ამიტომ არის მთელი ხეობა შეწუხებული.  ჩვენ გამოვალთ ქუჩაში, დღე და ღამე გავმართავთ აქციებს, პარალელურად კი აღნიშნულ საქმეს სტრასბურგში გავასაჩივრებთ. კონკრეტულ თარიღს ვერ ვამბობ, რადგან ბევრი საქართველოს ფარგლებს გარედანაც გვეუბნება, რომ მათაც სურთ აქციებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google