საზოგადოება
ერეკლე მეფის სასახლის ძველი ვიტრაჟების ნაწილი ღია ცისქვეშ ყრია
თელავში, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მეფის სასახლის ძველი ვიტრაჟების ნაწილი ღია ცისქვეშ ყრია. ინფორმაციას  ისტორიული მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი ადასტურებს.
თუმცა, მისი ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე ვიტრაჟზე, რომელიც დაზიანებული და უკვე გამოუსადეგარია. რაც შეეხება უკეთეს მდგომარეობაში არსებულ ხე- მასალას,  სარდაფში სპეციალურად მოწყობულ ადგილზე აქვთ შენახული.

შეგახსენებთ, რომ ბატონის ციხის რეაბილიტაციისთვის 7 მილიონ ლარამდე გამოიყო, მთლიანად ახლით შეიცვალა ერეკლე მეფის სასახლის ვიტრაჟები.


| Print |
FaceBook Twitter Google