საზოგადოება
თელავში რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა.
შეკრებილ საზოგადოებას მიმდინარე წლის სამუშაო გეგმა კახეთის გუბერნატორმა და ტურიზმის ეროვნულო საგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნეს.

"იზრდება კახეთის ეკონომიკური პოტენციალი, როგორც სოფლის მეურნების, ასევე მეღვინეობის კუთხით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმის მზარდი პოტენციალი. ეს საგენტო კახეთისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ყველა ინვესტორი ვინც კახეთში ჩამოდის და ვისაც უნდა სოფლის მეურნეობაში და ტურიზმში თანხის ჩადება, ამ სააგენტოს საშუალებით მას მიეწოდება ზუსტი ინფომაცია თუ რა შესაძლებლობები და საშუალებებია. ეს საგენტო შუამავალი და ანიმატორია ყველა იმ თვითმართველ სახელმწიფო ორგანოსთან, რომელმაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ინვესტიცის გამხორციელებისთვის."- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აღნიშნულ შეხვედრას კახეთის მუნიციპალიტეტების ტურისტული კომპანიების, სასტუმროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google