საზოგადოება
კარდენახის, ბაკურციხისა და კოლაგის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დღეს კარდენახის გაზგამანაწილებელ სადგურში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ბუნერბრივი აირის მიწოდება შეიზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, 13:00- დან 14:00 საათამდე გაზი გაეთიშება სოფელ კარდენახის, ბაკურციხისა და კოლაგის 2400 აბონენტს.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის სისტემატურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას“, - ნათქვამია "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



| Print |
FaceBook Twitter Google