საზოგადოება
საქართველო საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების ოცეულში მოხვდა
ამერიკული ფინანსური პორტალის GOBankingRates (GBR) თანახმად, საქართველო საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე იაფი და ხელსაყრელი ქვეყნების ოცეულში დასახელდა.

მან მე-16 ადგილი დაიკავა. გამოკითხვაში 115 ქვეყანა ხუთი შემდეგი მაჩვენებლის მიხედვით შეაფასეს: მოსახლეობის მყიდველუნარიანობის ინდექსი, უძრავი ქონების იჯარის ფასი, სურსათის, საქონლისა და მომსახურების ფასი, ასევე ფასების ინდექსები რესტორნებსა და ბარებში.
ყველა ციფრი შეადარეს ანალოგიურ მაჩვენებლებს ნიუ-იორკში.
"მეღვინეობის რეგიონით, შავი ზღვისპირა ქვიშიანი სანაპიროებითა და ნიუ-იორკთან შედარებით 70%-ით უფრო იაფი ცხოვრებით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საცხოვრებლად იაფი ქვეყანაა", - წერს GBR-ი.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის უკრაინამ მე-6 ადგილი დაიკავა, თურქეთმა 26-3, სომხეთმა - 34-ე, ხოლო აზერბაიჯანმა - 35-ე.
ტოპ-სამეულში დასახელდნენ ქვეყნები: ინდოეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი.

წყარო : imedinews.ge



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საქართველო /