საზოგადოება
მდინარე დურუჯზე კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ყვარელში, მდინარე დურუჯზე, რვა კილომეტრის მანძლზე, კალაპოტი იწმინდება და ღვარცოფის საწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს.  ადგილზე  მობილიზებულია სპეცტექნიკა.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ამ ეტაპზე, სამუშაოების 38% უკვე შესრულებულია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 544 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დურუჯი / ყვარელი /