საზოგადოება
თელავის უნივერსიტეტის ბაზაზე პირველი უმაღლესი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოში პირველი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულების უმაღლესი პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.

ახალი კოლეჯი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში, რეაბილიტაციისა და სათანადო ტექნიკით აღჭურვის შემდეგ განთავსდება. შესაძლოა, აგრარული მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც ამოქმედდეს. აქვე იქნება ყველა პირობა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.


| Print |
FaceBook Twitter Google