საზოგადოება
გურჯაანში ბულინგის თემაზე იმსჯელეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოსწავლეებისთვის შეხვედრა მოეწყო, სადაც განხილული იყო მოზარდებში ბულინგის პრობლემა.

შეხვედრას, ბავშვებისა და პედაგოგების გარდა, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენელი დაესწრო, რომელმაც პრობლემის სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრა. საკრებულოს და გენდერული თანსწორობის საბჭოს წევრის, მარიამ სირბილაშვილის განცხადებით, თემა აქტუალურია და ამიტომ მომავალში კიდევ სხვა შეხვედრებიც გაიმართება.

„პრობლემური თემაა, რომელიც აქტიურია სკოლებში, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო მოზარდებიდან. ამის შემდეგ გვექნება შეხვედრა სკოლის მოსწავლეებისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელების მშობლებთან. ჩვენი მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას და ვფიქრობთ შედეგებს მივიღებთ. შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება და მასში არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნებიან ჩართული.“

დასასრულს, გაიმართა დისკუსია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება "არა ბულინგს".



| Print |
FaceBook Twitter Google