საზოგადოება
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ
პანკისის ხეობაში "ხადორის 3 " ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. ამ წუთებში ადგილობრივები  სოფელ ბირკიანში არიან შეკრებილები.
ისინი ფიქრობენ, რომ  ჰესის არსებობა ხეობას საფრთხეს შეუქმნის.

"ეს ჰესი რომ გაკეთონ, ბევრი პრობლემა შეიქმნება, პირველ რიგში წყლის. აღარ იქნება სარწყავი და სასმელი წყალი. ბირკიანის მთავარ სარწყავ არხს მოაქცევენ უზარმაზარ მილში, აღარ იქნება თევზი. ზაფხულში საბანაო ადგილებიც დაშრება, საფრთხე შექმნება ხეობაში ტურიზმის განვითარებასაც. არსებობს ოფიციალური დასკვნა, რომ საფრთხის წინაშე დადგება ხეობა. ჰესი რომ ააშენონ, ჩვენ არანაირი სარგებელი არ გვექნება, გადასახადზეც კი არ გვქნება შეღავათი." - აღნიშნა აქციის მინაწილე გივი ბორჩაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google